2025 წლის 3 ოქტომბერს 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ ლაშა გულბანის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ჰელიკობაქტერიების როლი ნაღვლის გზების პათოლოგიების განვითარებაში (ნაღვლის ბუშტის ჰისტოპათოლოგიური და ციტო-და ქემოკინების ცვლილებების ანალიზი ჰელიკობაქტერიებით ინფიცირებისას და მის გარეშე).
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი დიმიტრი კორძაია, ასოცირებული პროფესორი ვახტანგ გოდერძიშვილი, ასისტენტ პროფესორი ქეთი ცომაია
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201